Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით


აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, მან იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრაზე აღნიშნა,

აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, მან იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრაზე აღნიშნა,
რომ წუხს დამცირების გამო, რომელიც ამერიკელი სამხედროების ტყვეობაში გამოიარეს ერაყელმა პატიმრებმა. მეფე ადბულასთან მოლაპარაკების შემდეგ ბუშმა აღნიშნა, რომ დამნაშავეებს, ვისი ხელიც ერია ტყვეების წვალებაში, მართლმსაჯულებას გადასცემენ. მანვე უარყო მოთხოვნა, რომ ამერიკელი სამხედრო პირების ქმედებების გამო უნდა გადადგეს თავდაცვის მინისტრი, დოლანლდ რამსფელდი. აშშ-ის კონგრესში მისმა რამდენიმე წევრმა დაუჭირა მხარი რამსფელდის გადადგომას და ამერიკული გაზეთები დღევანდელ ნომრებში წერენ, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გაჯავრებულია რამსფელდზე, რახან მას ადრევე არ შეატყობინა ერაყელი ტყვეების წვალების ამსახველი ფოტოსურათების შესახებ. მაგრამ თეთრი სახლის პრეს-მდივან სკოტ მაკკლელანის ასევე დღევანდელი განცხადებით, ბუში კმაყოფილია რამსფელდის მუშაობით.
XS
SM
MD
LG