Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში მოკლეს სამი ერაყელი ქალი


ბაღდადში მოკლეს სამი ერაყელი ქალი, რომლებიც კოალიციის ძალებთან თანამშრომლობდნენ.

ბაღდადში მოკლეს სამი ერაყელი ქალი, რომლებიც კოალიციის ძალებთან თანამშრომლობდნენ.
პოლიციის ცნობით, მიკროავტობუსს, რომლითაც ისინი მგზავრობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს გზის პირას მოწყობილი საფარიდან. დღესვე, ასევე ბაღდადში, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის მახლობლად, აფეთქება მოხდა. ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი - დაიჭრა. ქალაქ ნასირიაში მომხდარი აფეთქების შედეგად ოცამდე ადამიანი დაშავდა. ქარბალასა და ნაჯაფში გრძელდება შეტაკებები კოალიციის ძალებსა და შიიტთა რადიკალი სასულიერო ლიდერის, მოყტადა სადრის მომხრეთა რაზმებს შორის. ნაჯაფში ორი მეამბოხე შიიტი მოკლეს.
XS
SM
MD
LG