Accessibility links

logo-print

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო


დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სტრასბურგში შეხვდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სტრასბურგში შეხვდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს
ვალტერ შვიმერს. აი, რა განგვიცხადა გენერალურმა მდივანმა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ: "დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველო დაინტერესებულია ევროსაბჭოსთან და მის გენერალურ მდივანთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებით. ქალბატონმა ბურჯანაძემ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც აქამდეც მითხრეს, რომ არავის არასდროს ჰქონია განზრახვა პირადად მე "დამსხმოდა თავს" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტრასბურგში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების ლიდერთა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. სპიკერთა შეხვედრა ხვალ შედგება. რადიო "თავისუფლების" ინტერვიუს ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ვალტერ შვიმერთან სრული სახით ჩვენს შემდეგ გადაცემაში შემოგთავაზებთ.
XS
SM
MD
LG