Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის პრემიერის თანამდებობაზე უარი განაცხადა


ინდოეთის პრემიერის თანამდებობაზე უარი განაცხადა კონგრესის პარტიის ლიდერმა სონია განდიმ

ინდოეთის პრემიერის თანამდებობაზე უარი განაცხადა კონგრესის პარტიის ლიდერმა სონია განდიმ

[განდის ხმა] " პრემირის პოსტი არ არის ჩემი თვითმიზანი. მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ როცა იმ ვითარებაში, აღმოვჩნდებოდი, რომელშიც ვარ, ჩემს შინაგან ხმას მოვუსმენდი. ახლა ეს ხმა მეუბნება, რომ უარი ვთქვა ამ პოსტზე".
კოგრესის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სალმან ხურშიდმა თქვა, რომ მას განდის პოზიცია ესმის, მაგრამ იქვე დაამატა, რომ ბევრი მოელოდა განდის პრემიერობას. [ხურშიდის ხმა]
" მან მორალური პოზიცია დაიკავა და პირველ პლანზე თავისი ქვეყანა დააყენა, მას მიაჩნია, რომ მის გამო მის ქვეყანა არ უნდა გაეხვიოს ახალ კონფლიქტში. და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მაგრამ ხალხი და კონგრესის პარტია ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ როგორია განწყობილება ჩვენი ქვეყნის ქუჩებში".
განდის არ უთქვას, თუ ვის წარადგენს პრემიერის თანამდებობაზე. ვარაუდობენ, რომ ეს იქნება მანმოჰან სინგჰი, ინდოეთის ეკონომიკის რეფორმათა ავტორი. გასულ კვირაში მოიგო განდის კონგრესის პარტიამ საპარლანენტო არჩევნები.
XS
SM
MD
LG