Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ტუნისში არაბთა ლიგის ორდღიანი


დღეს ტუნისში არაბთა ლიგის ორდღიანი სამიტი გაიხსნა. მასში 22 ქვეყნის წარმომადგენლები ღებულობენ მონაწილეობას.

დღეს ტუნისში არაბთა ლიგის ორდღიანი სამიტი გაიხსნა. მასში 22 ქვეყნის წარმომადგენლები ღებულობენ მონაწილეობას.



პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა სამიტის მონაწილეებს სატელიტის დახმარებით დახმარებით მიმართა და მათ პალესტინელთა მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.
სამიტი გახსნიდან ცოტა ხნის შემდეგ მოულოდნელად რამდენიმე წუთით შეწყდა. ამის მიზეზი გახდა ლიბიის ლიდერი მოამარ კადაფი, რომელმაც სხდომათა დარბაზი გაურკვეველ მიზეზთა გამო დატოვა.
ტუნისში არაბთა ლიგის სამიტის მოწვევა ჯერ კიდევ მარტში იყო დაგეგმილი. თუმცა ერაყის გარშემო არაბულ სამყაროში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებში შეერთებული შტატების მკვეთრი პოზიციის გამო, მაშინ სამიტი ჩაიშალა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სამიტი მაინც არ აღმოჩნდა ისეთი ქმედითი და პრესტიჟული, როგორსაც მოელოდნენ. სულ ცოტა შვიდმა არაბულმა ქვეყანამ პირველი პირის ნაცვლად, სამიტში მონაწილეობის მისაღებად, ტუნისში დაბალი რანგის ოფიციალური პირები მიავლინა.
XS
SM
MD
LG