Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს, სამხრეთი


შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს, სამხრეთი კორეიდან გაიყვანოს იქ განთავსებული თავისი ჯარის ერთი მესამედი.

შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს, სამხრეთი კორეიდან გაიყვანოს იქ განთავსებული თავისი ჯარის ერთი მესამედი.
ვაშინგტონის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ სამხრეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კიმ სუკმა ჟურნალისტებს აცნობა: [კიმ სუკის ხმა] "შეერთებული შტატები აპირებს, 2005 წლის მიწურულისთვის 12 500 კაცით შეამციროს თავისი კონტინგენტის რიცხობრივი შემადგენლობა. მათგან 3600 სამხედრო მოსამსახურე - მოტომსროლელთა მეორე დივიზიის ორი პოლკი - ერაყში გაემგზავრება." სამხრეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ეს განცხადება დღეს პენტაგონმაც დაადასტურა. ამჟამად სამხრეთ კორეაში 37 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული.
XS
SM
MD
LG