Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის კაბინეტი


ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის კაბინეტი დღეს ორჯერ გადაურჩა უნდობლობის ვოტუმს,

ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის კაბინეტი დღეს ორჯერ გადაურჩა უნდობლობის ვოტუმს,
რომლის გამოცხადებაც მისთვის პარლამენტართა ერთ ნაწილს სურდა. ამ განზრახვის საბაბად სოციალური საკითხები იქცა. მაგრამ ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ სინამდვილეში ოპოზიციამ ამგვარად უპასუხა კაბინეტის გადაწყვეტილებას, მიეღო შარონის გეგმა ღაზის სექტორიდან ჯარის გაყვანისა და იქ არსებული ებრაელთა დასახლებების გაუქმების შესახებ. გუშინ მთავრობამ ეს გეგმა მოიწონა, თუმცა დასძინა, რომ ჯარის გაყვანა მომავალი წლის მარტამდე არ დაიწყება.
XS
SM
MD
LG