Accessibility links

logo-print

ერაყელ შიიტთა რადიკალი ლიდერი მოყტადა


ერაყელ შიიტთა რადიკალი ლიდერი მოყტადა სადრი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ქვეყნის ახალ გარდამავალ მთავრობას,

ერაყელ შიიტთა რადიკალი ლიდერი მოყტადა სადრი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ქვეყნის ახალ გარდამავალ მთავრობას,
თუ იგი ერაყიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას შეძლებს. მიღებული ცნობების თანახმად, სადრმა მზადყოფნა გამოთქვა, მთავრობასთან დიალოგი დაიწყოს და მოუწოდა მას, განსაზღვროს აშშ-ის ჯარის გაყვანის გრაფიკი. სადრის მხარდამჭერი შეიარაღებული რაზმები კოალიციის ძალებს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ ერაყის რამდენიმე რაიონში. დღეს ერაყში მოკლეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბასამ სალიჰ კუბა. დღესვე გაათავისუფლეს შვიდი თურქი მშენებელი, რომელიც მიმდინარე კვირის დამდეგს მოიტაცეს. ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ მოკლეს ლიბანელი მძევალი, რომელიც ორ სხვა თანამემამულესთან ერთად, ხუთშაბათს მოიტაცეს. დანარჩენი ორი ლიბანელის ბედი ჯერჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG