Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის დროებითმა თავდაცვის მინისტრმა ჰაზიმ


ერაყის დროებითმა თავდაცვის მინისტრმა ჰაზიმ შაალანმა დღეს თქვა, რომ ერაყის უშიშროების ძალები მალე სამხედრო ოპერაციას დაიწყებენ ამბოხებისთვის ბოლოს მოსაღებად.

ერაყის დროებითმა თავდაცვის მინისტრმა ჰაზიმ შაალანმა დღეს თქვა, რომ ერაყის უშიშროების ძალები მალე სამხედრო ოპერაციას დაიწყებენ ამბოხებისთვის ბოლოს მოსაღებად.
ეს მან განაცხადა ბაღდადში, თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ამ ტერაქტს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 130-ზე მეტი დაიჭრა. ბაღდადის მახლობლად დღესვე მომხდარი კიდევ ერთი აფეთქების შედეგად ერაყის სამოქალაქო თავდაცვის კორპუსის 6 წევრი დაიღუპა და 4 დაიჭრა. დროებითმა პრემიერ-მინისტრმა იად ალავიმ დღეს თქვა, რომ მთავრობას მყარად აქვს გადაწყვეტილი, დაამარცხოს ერაყის მტრები.

XS
SM
MD
LG