Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული სატელევიზიო კომპანიის ალ არაბიის


არაბული სატელევიზიო კომპანიის ალ არაბიის თანახმად, ამერიკელ მძევალს, პოლ ჯონსონს, თავი მოკვეთეს.

არაბული სატელევიზიო კომპანიის ალ არაბიის თანახმად, ამერიკელ მძევალს, პოლ ჯონსონს, თავი მოკვეთეს.
ამ განცხადების გამოქვეყნებისას ტელეკომპანია თავის კორესპონდენტს იმოწმებდა საუდის არაბეთში და შემდგომი დეტალები ამის შესახებ აღარ გადმოუცია. სამშაბათს გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერზე, ჯონსონის გამტაცებლებმა თქვეს, რომ სამ დღეში მოკლავდნენ ამერიკელ ავიაინჟინერს, თუკი საუდის მთავრობა არ გაათავისუფლებდა მის პატიმრობაში მყოფ ისლამისტ მებრძოლებს. საუდის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ტერორისტებთან. გადმოცემის თანახმად, საუდის უშიშროების სამსახურის 15000 წევრი და შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს 20 აგენტი რიადსა და მის შემოგარენში ეძებენ ჯონსონს
XS
SM
MD
LG