Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ დღეს გაავრცელა


საუდის არაბეთის ხელისუფლებამ დღეს გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ლიკვიდირებულია ოთხი ტერორისტი,

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ დღეს გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ლიკვიდირებულია ოთხი ტერორისტი,
რომელთა შორის იმყოფება "ალ-ყაიდას" ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელი აბდულაზიზ ალ-მუყრინი. ოპერაციისას დაპატიმრებულია 12 ექსტრემისტი.დაღუპული ტერორისტების გვამების დღეს საუდის არაბეთის ტელევიზიით უჩვენეს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მოკლული ტერორისტი აბდულაზიზ ალ-მუყრინი ხელმძღვანელობდა იმ ჯგუფს, რომელმაც წინა დღისით ამერიკელი ინჟინრის პოლ ჯონსონის გატაცება და ლიკვიდაცია მოაწყო. ამერიკული საავიაციო კომპანია "ლოკჰიდ მარტინის" ინჟინერი პოლ ჯონსონი საუდის არაბეთში კონტრაქტის საფუძველზე მუშაობდა, მისმა სიკვდილმა, ტერორისტებამ მას თავი მოჰკვეთეს, მთელი მსოფლიო შეძრა. ამერიკელი ინჟინრის არაადამიანური მკვლელეობის ფაქტს დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გამოეხმაურა.
"ჯონსონის სიკვდილს არავითარი გამართლება არა აქვს. ეს იყო მხეცური მკვლეობა და ჩვენ ამ დანაშაულის ჩამდენი ადამიანების შეპყრობა და მართლმსაჯულებისათვის გადაცემა მანამდე უნდა მოვახერხოთ, სანამ მათ სხვა ამერიკლებისთვისაც არ მიუყენებიათ ზიანი."-განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.
XS
SM
MD
LG