Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთის ხელისუფლების ცნობით 92 ადამიანი


ინგუშეთის ხელისუფლების ცნობით 92 ადამიანი დაიღუპა ორშაბათს განხორციელებული თავდასხმების კოორდინირებული სერიის შედეგად. როგორც იტარ-ტასი იტყობინება,

ინგუშეთის ხელისუფლების ცნობით 92 ადამიანი დაიღუპა ორშაბათს განხორციელებული თავდასხმების კოორდინირებული სერიის შედეგად. როგორც იტარ-ტასი იტყობინება,
დაღუპულთა შორის არის 67 სამართალდამცავი და 25 სამოქალაქო პირი. დაჭრილია 120-მდე ადამიანი. ანგარიშში არ არის ნახსენები თავდამსხმელთა შორის მსხვერპლი. რეგიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ანდრეი კონინის თქმით, უშიშროების ფედერალურ სამსახურს მოეპოვებოდა ინფორმაცია თავდასხმებამდე 30 წუთით ადრე შეიარაღებული პირების გადაადგილების შესახებ ავტომანქანებით. მაგრამ უშიშროების სამსახური არ მოელოდა ერთდროულ თავდასხმებს 15 სხვადასხვა ადგილზე. თადამსხმელთა ვინაობა არ არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG