Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში არჩევნები, როგორ დაგეგმილი იყო


ერაყში არჩევნები, როგორ დაგეგმილი იყო, გაიმართება მომავალი წლის იანვარში, გამოაცხადა ერაყის გარდამავალი

ერაყში არჩევნები, როგორ დაგეგმილი იყო, გაიმართება მომავალი წლის იანვარში, გამოაცხადა ერაყის გარდამავალი
მთავრობის მეთაურმა აიად ალაუიმ. პრემიერმა თქვა, რომ მისი განცხადება, რომ გაუთავებელი თავდასხმების გამო არჩევნების შეიძლება გადაიდოს, არასწორად გაიგეს. დღესვე აშშ-მა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ერაყში არჩევნები გეგმის თანახმად გაიმართება, თუმცა იქვე თქვა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობის გამო შეშფოთება გასაგებია. დღეს ერაყის პრემიერმა ალაუიმ თქვა, რომ ივლისის დასაწყისში ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი ერაყელ მცველებს გადაეცმათ. აშშ-ის სახელმწიფო იდივანმა კოლინ პაელმა კი განაცხადა, რომ ჰუსეინი დარჩება აშშ-ის ტყვეობაში განსაზღვრული დროის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG