Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და


ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა ორშაბთს ფიცი დადეს მას შემდეგ,

ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა ორშაბთს ფიცი დადეს მას შემდეგ,
რაც, დადგენილ დროზე ორი დღით ადრე, უფლებამოსილება მოიხსნა, შეერთებული შტატების დროებითმა ადმინისტარციამ, რომელიც ერაყს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა. ერაყის გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ამ მოვლენას ისტორიული დღე უწოდა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოშიარ ზებარიმ განაცხადა, რომ მთავრობის მთავარ ამოცანას ქვეყანის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ხედავს. ჩვენ ვღებულობთ კონტროლს ქვეყანაზე და ვალდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ უსაფრთხოება – ეს იქნება იოლი გამოცდა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისათვის. ეს - ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი მომავალია და ბევრი ერაყელი ღებულობს ამ გამოწვევას."ერაყის გარდამავალი მთავრობისათვის ძალაუფლების გადაცემის ფაქტს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის ნატოს სამიტზე მყოფი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მიესალმა. "ეს არის დიდი იმედის დღე ერაყელებისათვის და იმედგაცრუების დღე ტერორისტებისათვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა შეაჩერონ თავისუფალი ერაყის განვითარება. მაგრამ მათმა თავდასხმებმა და ბომბებმა ვერ ხელი ვერ შეუშალეს ერაყის სუვერენიტეტს და ვერ შეუშლიან ხელს ვერც ერაყის დემოკრატიზაციის პროცესსაც,"განაცხადა სტამბოლში მყოფმა ჯორჯ ბუშმა. ცერემონიის შემდეგ ამერიკის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანლმა პოლ ბრემერმა მალევე დატოვა ერაყი. ხელისუფლების გადაცემის ცერემონია ერაყში 30 ივნისს უნდა გამართულიყო, მოვლენის ორი დღით დაჩაქრება კი, როგორც ჩანს, მოსალოდნელი ტერაქტების შიშმა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG