Accessibility links

logo-print

დღეს ერაყის ჩამოგდებული პრეზიდენტი სადამ


დღეს ერაყის ჩამოგდებული პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი მოსამართლის წინაშე წარდგა ბაღდადში მას შემდეგ,

დღეს ერაყის ჩამოგდებული პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი მოსამართლის წინაშე წარდგა ბაღდადში მას შემდეგ,
რაც იგი და მისი ყოფილი მთავრობის 11 წევრი ერაყის ახალი სუვერენული მთავრობის იურისდიქციას გადაეცა. ტრიბუნალის თავმჯდომარის, სალემ ჩალაბის თქმით, 67 წლის სადამ ჰუსეინი სავსებით ჯანმრთელად გამოიყურება. მას ძველებურად ამერიკის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ. ყოფილი დიქტატორი გასული წლის დეკემბერში შეიპყრეს ამერიკელმა სამხედროებმა. ხვალ იგი სასამართლოს წინაშე წარდგება, სადაც მის წინააღმდეგ წაყენებული იქნება 1988 წელს ქურთების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების, 1990 წელს კუვეიტის ოკუპაციისა და 1980-88 წელს ირანთან ომის ბრალდებები. უშიშროების საკითხებში ერაყის ახალი მთავრობის მრჩეველის განცხადებით, სადამ ჰუსეინის სასამართლო სამართლიანი და ღია იქნება, და გადაიცემა რადიოთი და ტელევიზიით. "ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში მანვე თქვა, რომ საგანგებო ტრიბუნალს სასიკვდილო განაჩენის გამოტანის უფლებაც აქვს.




XS
SM
MD
LG