Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ოსეთის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა


სამხრეთი ოსეთის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამი თანამშრომელი,

სამხრეთი ოსეთის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამი თანამშრომელი,
სამ ივლისს თვითგამოცხადებული სამხრეთი ოსეთის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა საქართველოს უშიშროების სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომლებიც 28 ივნისს დააკავეს ავტონომიის ტერიტორიაზე. ისინი ცხინვალის მიერ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე დივერსიულ-ტერორისტული აქტების მოწყობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. უშიშროების თანამშრომლების დაპატიმრება გააპროტესტა საქართველოს ხელისუფლებამ და უარი თქვა შერეული საკონტროლო კომისიის სხდომებში მონაწილეობაზე. დაკავებულები ამჟამად უკვე თბილისში იმყოფებიან. დაწვრილებით ამ თემაზე ახალი ამბების შემდეგ თამარ ჩიქოვანი ისაუბრებს.
XS
SM
MD
LG