Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის დედაქალაქში დღეს პოლიციამ რეიდი


აზერბაიჯანის დედაქალაქში დღეს პოლიციამ რეიდი მოაწყო ჯუმას მეჩეთში, უკვე მეორედ ბოლო რამდნიმე დღეში და

აზერბაიჯანის დედაქალაქში დღეს პოლიციამ რეიდი მოაწყო ჯუმას მეჩეთში, უკვე მეორედ ბოლო რამდნიმე დღეში და
დააპატიმარა ხუთი მლოცველი. გუშინ საღამოს პოლიცია ლოცვის დროს შევიდა მეჩეთში და დააკავა ხუთი მლოცველი, რომლებიც მალევე აგუშვა. დღეს მლოცველების დაკავებასთან ერთად, პოლიციამ სხვა მორწმუნეებს არ მისცა საშუალება მეჩეთში შესვლისა. მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილთა თანახმად, პოლიციამ ამ მეჩეთს თვალი დაადგა, რადგან იმამი ილგარ იბრაჰიმოღლუ ადამიანის უფლებების დაცვის აქტივისტი და მთავრობის მიმართ კრიტიკულია. გასულ კვირას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ აღშფოთება გამოთქვა ბაქოში პოლიციის ქმედების მიმართ და თქვა, რომ ეს მოვლენა აზერბაიჯანის ისტორიის ბნელი პერიოდის, საბჭოთა დღეების გამოძახილია.
XS
SM
MD
LG