Accessibility links

logo-print

ერაყის გარდამავალმა მთავრობამ გამოაქვეყნა საგანგებო


ერაყის გარდამავალმა მთავრობამ გამოაქვეყნა საგანგებო ზომათა პაკეტი,

ერაყის გარდამავალმა მთავრობამ გამოაქვეყნა საგანგებო ზომათა პაკეტი,
რომლის ამოცანა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. დოკუმენტს ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი იად ალავი. კანონი ითვალისწინებს საჭიროების შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობისა და საკომენდანტო საათის შემოღებას, პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბებისა და დემონსტრაციების მოწყობის აკრძალვას, საფოსტო გზავნილების შემოწმებას, სატელეფონო საუბრების მოსმენას და ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელთა გადაადგილების შეზღუდვას. აი, რა განაცხადა კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერაყის დროებითი მთავრობის იუსტიციის მინისტრმა მალეკ ჰასანმა: [მალეკ ჰასანის ხმა] "ახალი ერაყი დემოკრატიულ ქვეყნად უნდა ჩამოყალიბდეს, ხოლო ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფა იქნება. და მართალია, ახალი კანონი, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს ამ ამოცანებს, ამჟამინდელ პირობებში მისი ამოქმედება აუცილებელია; ნორმალური ცხოვრებისთვის საჭიროა, უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება."
XS
SM
MD
LG