Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, განაგრძონ რუსეთზე ზეწოლა, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, განაგრძონ რუსეთზე ზეწოლა, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს
ხელმძღვანელობის ძალისხმევას, სამხრეთი ოსეთის რეგიონის საქართველოში რეინტეგრაციისაკენ. მაშინ, როცა საქართველოსა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები მოსკოვში განიხილავდნენ ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს, სააკაშვილმა ლონდონში ვიზიტისას აღნიშნა: [სააკაშვილის ხმ] "დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვში მოქმედებენ ელემენტები, რომლებიც აგრესიულ გეგმებს აწყობენ. თუმცა, არა მხოლოდ გეგმებს, არამედ აგრესიულ ქმედებებსაც ახორციელებენ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ვერა და ვერ უთქვამთ უარი თავიანთ იმპერიულ ოცნებებსა და ამბიციებზე. მე პრეზიდენტ პუტინის პრაგმატიზმისა და საკითხისადმი გონივრული მიდგომის იმედი მაქვს". სააკაშვილი ვარაუდობს, რომ 6 თვეში ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა სრულად იქნება ინტეგრირებული საქართველოში. ამასობაში კი მოსკოვიდან მოსული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინმა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით “გარკვეულ პრობლემებზე” ისაუბრა. მისი თქმით, თუ ეს პრობლემები მოლაპარაკების გზით არ მოგვარდა, არ შეიძლება გამოირიცხოს კონფლიქტის ესკალაცია. საქართველოსა და რუსეთის დელეგაციები შეთანხმდნენ მოლაპარაკების ხვალ გაგრძელებაზე.
XS
SM
MD
LG