Accessibility links

logo-print

რას შესძენს თანამეგობრობას პუტინის ახალი წარმომადგენლის დანიშვნა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამეგობრობის სივრცეზე რუსეთის ავტორიტეტის გასაძლიერებლად მისი გუნდის კიდევ ერთ წევრი აღჭურვა დამატებითი უფლებამოსილებებით.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივნის ვლადიმირ რუშაილოს გარდა, რომელიც, სხავთა შორის, მეორე დღეა საქართველოში იმყოფება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამეგობრობის სივრცეზე რუსეთის ავტორიტეტის გასაძლიერებლად მისი გუნდის კიდევ ერთ წევრი აღჭურვა დამატებითი უფლებამოსილებებით. ეს გახლავთ ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრი ვიქტორ ხრისტენკო, რომელიც 12 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იქნება დსთ-ს სახელმწიფოებთან ურთიერთობის მიმართულებით. შესაბამისად, რუსეთის ლიდერის ამ ნაბიჯმა უმალვე დაბადა შეკითხვები – თუ რა პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს და როგორ აისახება ხრისტენკოს დანიშვნა თანამეგობრობის ქვეყნებზე.

კრემლში 12 ივლისს, რუსეთის ელჩებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ყოველწლიური შეხვედრის დროს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადმირ პუტინმა განსაკუთრებული ყუარდღება გაამახვილა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცის ინტეგრაციაზე და რუს დიპლომატებს შესაბამისი "სახელმძღვანელო მითითებაც" მისცა.

[ვლადიმერ პუტინის ხმა"ყველა საშაუალებით ხელი უნდა შევუწყოთ ინტეგრაციულ პროცესებს რეგიონთაშორის დონეზე წარმოებს. ლაპარაკი პირველ ყოვლისა ისეთ სტრუქტურებზე, როგორიცაა ევრ-აზესი და ერთიანი ეკონომიკური სივრცე. მორეს მხრივ, დსთ-ს სახელმწიფოთა ურთიერთობას რუსეთთან მაქსიმალურად მიმზიდველი ხასიათი უნდა მიეცეს. არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც".

ხოლო ამ ინტერგარციის კოორდინირება პუტინმა ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრს ხრისტენკოს დაავალა, რომელსაც თავის მისიის შესრულება მოსკოვიდან, ძირითადი სამუშაოს პარალელურად მოუხდება. ამასთან ვიქტორ ხრისტენკოს, რომელიც პარალელურად ითავსებდა რუსეთის წარმომადგენლის ადგილის "ევრაზესის" ანუ ევრაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ინტეგრაციის კომიტეტში, დსთ-ს სივრცეზე მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს.

მაგრამ დსთ-ს არსებობის განმავლობაში ეკონომიკური პროგრესი იმდენად უმნიშვნელოა, რომ იშვიათად მოიძებნება ექსპერტი, რომელსაც სჯეროდეს თანამეგობრობის სივრცის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია. ამგვარი უძრაობის მიზეზი, კი როგორც ჩვენ რადიოს ეკონომიკის ექსპერტმა ნიკოლას რედმანმა უთხრა, შესაძლოა იყოს გზა, რომელიც რუსეთმა თანამეგობრობის ინტერგარციისათვის აირჩია.

[ნოკოლას რედმანის ხმა] " თუ ისინი მხარს უჭერენ მრავამხრივ ურთიერთობებს, მაშინ ასევე მხარი უნდა დაუჭირონ კავშირების გაღრმავებას დსთ-ს წევრ ქვეყნებს შორის, რომლებსაც შესაძლოა სულ სხვა სურვილები ჰქონდეთ ვიდრე რუსეთს. რუსეთისათვის უფრო უკეთესი იქნებოდა, თუ ასეთი ურთიერთოებები დსთ-ს წევრბეს შორის მოსკოვის მხარადჭერას მიიღებდა."

ნიშანდობლივია, რომ 12 ივლისს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა პუტინმა თანამეგობრობის სივრცეზე უარყო რუსეთის დომინანტური როლის უალტერნატივობა და მოუწოდა ყველას, არ გაერთონ ამგვარი სენტენციებით.

[ვლადიმერ პუტინის ხმა] "რისი გაკეთებაც არ არის საჭიროა, ეს არის თავშექცევა სენტენციებით, თითქოს რუსეთის გარდა სხვას არავის ჰქონდეს ლიდერობის პრეტეზია თანამეგობრობის სივრცეებზე. თუ ჩვენ ვაღიარეთ გარკვეული რეალიები, მაშინ საგარეო პოლიტიკის შემუშავების დროს ამ რეალიებს უნდა გავუწიოთ კიდეც ანგარიში."

თუმცა, პუტინის ამ პათოსთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის მისი ახალი პირადი წარმომადგენლის, ვიქტორ ხრსტენკოს ადრინდელი გამონათქვამები. ლაპარაკია დოქტრინაზე, რომელიც ხრისტენკომ მიმდინარე წელს განმოაქვეყნა პოლიტიკურ ჟურნალში" რუსეთი გლობალურ ურთიერთოებში". ხრისტენკოს სტარტეგია ძირითადად სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რაკი რუსეთის ნაწარმსა და სერვისს გლობალურ ბაზარზე დაშვება შეზღუდული აქვს, რუსეთმა გააფართოვოს თავისი საზღვრები და შექმნას ერთიანი ეკონომიკური სივრცე დსთ-ის რაც შეიძლება მეტი ქვეყნების მონაწილეობით. "ეკონომიკური ინტეგრაციის ინსტიტუციონალიზება", ბიუროკრატიული და ადმინიტრაციული ბარიერების შემსუბუქება, ასეთია რუსეთის გრძელვადიანი ამოცანა თანამეგობრობის სივრცეზე, რაც ვიქტორ ხრისტენკოს აზრით, მიმზიდველ გარემოს შექმნის უცხოელი ინვესტორებისათვისაც.

მაგრამ ვიქტორ ხრისტენკოსაც, და პრეზიდენტ პუტინის ყველ ელჩს, რომლებმაც მიიღეს დავალება- გააუმჯობესონ რუსეთის იმიჯი, კამპანია "იუკოსის" სკანდალის შემდეგ ძალიან გაუჭირდებათ, ამ ამოცანის შესრულება.
XS
SM
MD
LG