Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა ავსტრიას მიმართა თხოვნით, რომ


თურქეთმა ავსტრიას მიმართა თხოვნით, რომ დააკავოს და გადასცეს მას თურქეთის დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, რადიკალური ორგანიზაცია "რუხი მგლების" ყოფილი აქტივისტი, ალაათინ ჩაქიუჯიუ.

თურქეთმა ავსტრიას მიმართა თხოვნით, რომ დააკავოს და გადასცეს მას თურქეთის დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი, რადიკალური ორგანიზაცია "რუხი მგლების" ყოფილი აქტივისტი, ალაათინ ჩაქიუჯიუ.
ჩაქიუჯიუ ამ დღეებში შენიშნეს ავსტრიის ქალაქ გრაცის მიდამოებში. თურქეთის ხელისუფლება და ინტერპოლი მას 2002 წლიდან ეძებენ. მანამდე საფრანგეთში პატიმრობაში ყოფნისას ჩაქიუჯიუმ აღიარა, რომ კავშირი ჰქონდა თურქეთის მთავრობის მაშინდელ წარმომადგენლებთან. სკანდალმა, რომელიც ამ განცხადებას მოჰყვა, მთავრობის კაბინეტის დაშლა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG