Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის სატვირთო მანქანების მძღოლთა კავშირმა


თურქეთის სატვირთო მანქანების მძღოლთა კავშირმა შეწყვიტა ერაყში მყოფი

თურქეთის სატვირთო მანქანების მძღოლთა კავშირმა შეწყვიტა ერაყში მყოფი
აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ტვირთის მიწოდება. ამ გადაწყვეტილების მიზეზად, კავშირის ხელმძღვანელთა ცნობით, უსაფრთხოების არადამაკმაყოფილებელი პირობები იქცა. დღემდე ერაყში ტვირთი ყოველდღიურად ჩაქონდა თურქეთის 200-300 საბარგო ავტომანქანას. შაბათს ერაყში ორი თურქი მძღოლი მოიტაცეს. გამტაცებლები იმუქრებოდნენ, რომ მათ სიკვდილით დასჯიდნენ, თუ მათი სატრანსპორტო კომპანია ერაყში საქმიანობას არ შეწყვეტდა.
დღეს ბაღდადში თურქეთის საელჩომ დაადასტურა ცნობა, რომ ერთ-ერთი გატაცებული მძღოლი მოკლეს.
XS
SM
MD
LG