Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აშშ-ის ვიზიტის


საქართველოს პრეზიდენტი დღეს აშშ-ის ვიზიტის მსვლელობაში სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აშშ-ის ვიზიტის მსვლელობაში სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელს შეხვდა.
წინასწარი ინფორმაციით, განსახილველ თემებს შორის უნდა ყოფილიყო საქართველოს სეპარატისტული რეგიონების გარშემო რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა. პაუელსა და სააკაშვილს უშუალოდ შეხვედრის შემდეგ, რაიმე განცხადება არ გაუკეთებიათ. შეხვედრის დაწყებამდე კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი საქართველოსა და რუსეთს მოუწოდებს, მოლაპარაკების გზით მოაგვარონ უთანხმოება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო. რუსეთიდან კი იუწყებიან, რომ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სააკაშვილის გაფრთხილებას, რომ ესვრიან ხომალდებს, თუ ისინი ნებართვის გარეშე შევლენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვის თქმით, ის გააოცა ამ გაფრთხილებამ - “ეს მეკობრეობას წააგავსო”, დასძინა სერგეი ივანოვმა.
XS
SM
MD
LG