Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ნაჯაფში მეექვსე დღეა


ერაყის ქალაქ ნაჯაფში მეექვსე დღეა, გრძელდება ცხარე ბრძოლები აშშ-ის შეიარაღებული ძალების შენაერთებსა და შიიტთა რადიკალი სასულიერო ლიდერის

ერაყის ქალაქ ნაჯაფში მეექვსე დღეა, გრძელდება ცხარე ბრძოლები აშშ-ის შეიარაღებული ძალების შენაერთებსა და შიიტთა რადიკალი სასულიერო ლიდერის
მოყტადა სადრის მომხრეთა რაზმებს შორის. აშშ-ის სარდლობის ცნობით, დაღუპულ მეამბოხეთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევს.
აშშ-ის სამხედრო შვეულმფრენებმა და არტილერიამ იერიში მიიტანეს მეამბოხეთა პოზიციებზე ქალაქის მთავარ სასაფლაოზე. მანამდე ამერიკელმა სამხედროებმა ხმის გამარძლიერებლებით მიმართეს ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობას, დაეტოვებინათ საბრძოლო მოქმედებათა ზონა. ბრძოლა მიმდინარეობს სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრაშიც, სადაც მოყტადა სადრის შეიარაღებული მომხრეები თავს დაესხნენ ბრიტანეთის სამ სამხედრო ავტომანქანას. ბრძოლების შესახებ იუწყებიან ბაღდადის უბან სადრ სიტიდანაც, სადაც შეტაკებები ხუთშაბათიდან არ წყდება.
XS
SM
MD
LG