Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყის ეროვნული კონფერენციის რვა


დღეს ერაყის ეროვნული კონფერენციის რვა დელეგატი ნაჯაფში ჩავიდა, რათა სცადოს ბოლო მოუღოს ძალადობრივ ამბოხებას,

დღეს ერაყის ეროვნული კონფერენციის რვა დელეგატი ნაჯაფში ჩავიდა, რათა სცადოს ბოლო მოუღოს ძალადობრივ ამბოხებას,
რომელელსაც სათავეში უდგას რადიკალი შიიტი სასულიერო პირი მოყტადა სადრი. დელეგაცია სადრის მომხრეებს მოუწოდებს, დაყარონ იარაღი, დატოვონ წმინდა ადგილი, სადაც ისინი არიან გამაგრებული, და ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესში. სადრის შეიარაღებული დაჯგუფება ორი კვირის მანძილზე აწარმოებს ბრძოლას შეერთებული შტატების ჯარებთან. როგორც იტყობინებიან, დღეს შეტაკებებს ჰქონდა ადგილი იმამ ალის მეჩეთის მიდამოებში. დღეს უფრო მრავალრიცხოვანმა დელეგაციამ უსაფრთხოების მოსაზრებებით გადადო, შემდეგ კი გააუქმა ნაჯაფში ვიზიტი. ეროვნულმა კონფერენციამ, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ბაღდადში, უნდა აირჩიოს ეროვნული საბჭო, რომელიც არჩევნებამდე მეთვაყურეობას გაუწევს ერაყის დროებით მთავრობას. არჩევნების გამართვა იანვარშია მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG