Accessibility links

logo-print

ისრაელის მთავრობამ დღეს საბოლოოდ დაამტკიცა


ისრაელის მთავრობამ დღეს საბოლოოდ დაამტკიცა გეგმა თითქმის ათასი ახალი სახლის მშენებლობის შესახებ ებრაულ დასახლებებში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

ისრაელის მთავრობამ დღეს საბოლოოდ დაამტკიცა გეგმა თითქმის ათასი ახალი სახლის მშენებლობის შესახებ ებრაულ დასახლებებში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
რიგი სამშენებლო ფირმები მიიღებს მონაწილეობას კონკურსში ამ შეკვეთის შესასრულებლად. პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებამ მკვეთრად გააკრიტიკა ისრაელის ეს გეგმები. [ყურეის ხმა] "მსოფლიო თანამეგობრობამ უნდა გააცნობიეროს და ზომები მიიღოს ჩვენი ხალხის, ჩვენი პატიმრების, დამოუკიდებლობაზე და საკუთარი სახელმწიფოს შექმნაზე ჩვენი უფლების მხარდასაჭერად." განაცხადა პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ყურეიმ. ისრაელის მშენებლობის მინისტრმა ციპი ლივნიმ, თავის მხრივ აღნიშნა: [ლივნის ხმა] "ზოგი ადამიანი ცდილობს დრამა შექმნას ცარიელ ადგილზე. საქმე ეხება ჩვენი მთავრობის პოლიტიკის მხოლოდ ნაწილს, რასაც არავითარი კავშირი არა აქვს პალესტინური ტერიტორიებიდან წასვლასთან."
XS
SM
MD
LG