Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის გარშემო საქართველოს შინაგანი ჯარების


ცხინვალის გარშემო საქართველოს შინაგანი ჯარების მიერ აღებული სიმაღლეები გასაკონტროლებლად

ცხინვალის გარშემო საქართველოს შინაგანი ჯარების მიერ აღებული სიმაღლეები გასაკონტროლებლად
სამშვიდობო ძალებს გადაეცა. მანამდე თბილისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად და საომარი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად უკანასკნელ საშუალებას მიმართავს და შინაგანი ჯარების მიერ დღეს აღებული სიმაღლეების კონტროლს სამმხრივ სამშვიდობო ძალებს გადასცემს.[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ასეთი განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა მისივე თქმით, ამ დღეების მანძილზე ყველამ თვალნათლივ დაინახა ქართველი მებრძოლების ვაჟკაცობა და თავდადება; და ამაში დარწმუნდება ყველა, ვინც სამხრეთი ოსეთის ქართული სოფლების მოსახლეობისთვის ხმის გაცემას შეეცდება.
XS
SM
MD
LG