Accessibility links

logo-print

შიიტთა რადიკალი სასულიერო ლიდერის მოყტადა


შიიტთა რადიკალი სასულიერო ლიდერის მოყტადა სადრის შეიარაღებული მხარდამჭერები,

შიიტთა რადიკალი სასულიერო ლიდერის მოყტადა სადრის შეიარაღებული მხარდამჭერები,
როგორც ჩანს, კვლავინდებურად გამაგრებული არიან ერაყის ქალაქ ნაჯაფის იმამ ალის მავზოლეუმში - მიუხედავად დღის განმავლობაში გავრცელებული ცნობებისა, თითქოს მავზოლეუმს ერაყის პოლიცია აკონტროლებს მოყტადა სადრის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო. აშშ-ის სარდლობამაც განაცხადა, რომ ვერ დაადასტურებს ცნობას ერაყის პოლიციის მიერ მავზოლეუმის დაკავების შესახებ. სადრმა განაცხადა, რომ მეჩეთს იგი მხოლოდ შიიტთა ყველაზე გავლენიან სასულიერო ლიდერს, აიათოლა ალი სისტანის გადასცემს. სისტანი ამჟამად ლონდონშია, სადაც მან გულის ოპერაცია გადაიტანა. გუშინ 73 წლის აიათოლა საავადმყოფოდან გამოწერეს. თუმცა, როგორც მისმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს აუწყა, იგი ჯერჯერობით ბრიტანეთში დარჩება.
XS
SM
MD
LG