Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ამერიკულმა სარდლობამ ბრძოალში


იუწყებიან, რომ ამერიკულმა სარდლობამ ბრძოალში ჩააბა სამხედრო ავიაცია და ვერტმფრენები

იუწყებიან, რომ ამერიკულმა სარდლობამ ბრძოალში ჩააბა სამხედრო ავიაცია და ვერტმფრენები
ერაყის ქალაქ ნაჯაფში განახლდა შეტაკებები ამერიკელ სამხედროებსა და შიიტთა ლიდერის მოყტადა სადრის მომხრე შეიარაღებულ ფორმირებებს შორის. იუწყებიან, რომ ამერიკულმა სარდლობამ ბრძოალში ჩააბა სამხედრო ავიაცია და ვერტმფრენები, რომლებიც ბომბავდნენ "მახდის"არმიის პოზიციებს ქალაქის გარეუბანში. თუმცა, ორმხრივი შეტაკებები და სროლა თანდათან ქალაქის ძველ ნაწილში, იმამ ალის მეჩეთთანაც ძლიერდება. დღესვე ნაჯაფის რელიგიურმა ლიდერებმა პასუხისმგებლობა იკისრეს იმამ ალის მეჩეთის უსაფრთხოებაზე, რომელიც კვლავ მეამბოხეების კონტროლის ქვეშ რჩება. ერაყის მთავრობის ცნობით მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ნაჯაფში მიმდინარე შეტაკებების დროს 114 ამბოხებული, მათ შორის მშვიდობიანი მოქლაქეები დაიღუპნენ. დღესვე ერაყის მთავრობამ აღადგინა ნავთობის ექსპორტი ჩრდილეოთ ერაყში მდებარე ნავთობსადენის საშუალებით, რომელიც შეჩერებული იყო სადრის მომხრეთა მხრიდან აფეთქების მუქარის გამო
XS
SM
MD
LG