Accessibility links

logo-print

ერაყის შიიტთა უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა


ერაყის შიიტთა უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ჰუსეინი სისტანიმ დღეს ერაყის ქალაქ ნაჯაფში შეთანხმებას მიაღწია რადიკალ შიიტ სასულიერო პირთან, მოყტადა სადრთან.

ერაყის შიიტთა უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ჰუსეინი სისტანიმ დღეს ერაყის ქალაქ ნაჯაფში შეთანხმებას მიაღწია რადიკალ შიიტ სასულიერო პირთან, მოყტადა სადრთან.
შეთანხმებამ შესაძლოა ბოლო მოუღოს სამკვირიან შეიარაღებულ დაპირისპირებას ნაჯაფში. გეგმა ითვალისწინებს ქალაქების, ნაჯაფისა და კუფის დემილიტარიზაციას. ნაჯაფში სისტანის ჩასვლამდე მეზობელ ქალაქ კუფაში ცეცხლი გაუხსნეს მეჩეთს. აგრეთვე უცნობმა პირებმა ესროლეს ხალხის ბრბოს, რომელიც კუფიდან ნაჯაფისკენ მიემართებოდა. ერაყის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 74 ადამიანი დაიღუპა და 376 დაიჭრა. ერაყის დროებითმა მთავრობამ განკარგულება გასცა ჯარებს, 24 საათიანი ზავი დაიცვან. ზავის გამოცხადებისას ნაჯაფის მმართველმა ადნან ზურუფიმ თქვა: [ზურფის ხმა] "პრემიერ-მინისტრ იად ალავის მითითებით და ერაყის მთავრობისა და ეროვნული საკრებულოს წარმომადგენლებისა და ალი სისტანის შეხვედრის შედეგების მიხედვით 24-საათიან ზავს ვაცხადებთ. იგი ძალაში შედის ნაჯაფში სისტანის ჩასვლის მომენტიდან."
XS
SM
MD
LG