Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების თანახმად


რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების თანახმად, პარასკევს გამომძიებლებმა აღმოაჩინეს

რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების თანახმად, პარასკევს გამომძიებლებმა აღმოაჩინეს
ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი სამშაბათს რუსეთის სამხრეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას. ამან განამტკიცა ვარაუდი, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ტერაქტი იყო. რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი ნიკოლაი ზახაროვი აცხადებს, რომ მის უწყებას ეჭვი აქვს რამდენიმე პირზე, რომლებსაც შეეძლოთ ტერაქტის ორგანიზება. ზახაროვი დეტალებზე არ საუბრობს: [ზახაროვის ხმა] "უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ჩატარებულ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებათა შედეგად განისაზღვრა იმ ადამიანთა წრე, რომლებიც შესაძლოა მონაწილეობდნენ ტერორისტული აქტის მოწყობაში". შეგახსენებთ, რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის ეს განცხადება რუსეთის სამხრეთში, როსტოვის ოლქში ტუ-154 ტიპის თვითმფრინავის კატასტროფას შეეხებოდა. მეორე თვითმფრინავის – მოსკოვის მახლობლად ჩამოვარდნილი ტუ-134-ის კატასტროფის მიზეზების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.
XS
SM
MD
LG