Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარფში, საბჭოთა კავშირის სასაზღვრო საგუშაგოს


სარფში, საბჭოთა კავშირის სასაზღვრო საგუშაგოს ყოფილ ტერიტორიაზე ახალი ტაძარი აშენდება

სარფში, საბჭოთა კავშირის სასაზღვრო საგუშაგოს ყოფილ ტერიტორიაზე ახალი ტაძარი აშენდება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ახალი ტაძრის ტერიტორიაზე საძირკველის ჩაყრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ცერემონია გურიის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და ცენტრალური და აჭარის მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. ”ბოლო ექვსი საუკუნის მანძილზე ეს პირველი მართლმადიდებლური ტაძარი იქნება, რომლის მასშტაბებიც იმდენად დიდი იქნება, რომ საზღვარს იქით დარჩენილ ლაზებსაც შეეძლებათ მისი დანახვა,” _ განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
XS
SM
MD
LG