Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობსადენზე განხორციელებული რამდენიმე თავდასხმის შედეგად


ნავთობსადენზე განხორციელებული რამდენიმე თავდასხმის შედეგად სამხრეთი ერაყიდან ნავთობის ექსპორტი შეწყდა.

ნავთობსადენზე განხორციელებული რამდენიმე თავდასხმის შედეგად სამხრეთი ერაყიდან ნავთობის ექსპორტი შეწყდა.
ნავთობკომპანია "საუთ ოილის" ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ნავთობის მიწოდება კვირას, გვიან ღამით შეჩერდა, ხოლო მის განახლებას, სულ მცირე, ერთი კვირა მაინც დასჭირდება. სამხრეთ ერაყზე ქვეყნის საერთო საექსპორტო მოცულობის 90 პროცენტი მოდის. როგორც ერაყის დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა იად ალავიმ ტელეკომპანია სი-ენ-ენს განუცხადა, ნავთობსადენთან დაკავშირებულ საბოტაჟს ერაყელი ხალხისთვის უდიდესი ზიანი მოაქვს, რადგან ბიუჯეტში ქვეყნის აღმშენებლობისთვის აუცილებელი თანხები აღარ შედის. ქვეყნის სამხრეთიდან ნავთობის ექსპორტის შეწყვეტის გამო ერაყი, ამჟამინდელი ფასის მიხედვით, ყოველდღიურად 60 მილიონ დოლარს კარგავს.
XS
SM
MD
LG