Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის


საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის სპიკერი სხვა

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის სპიკერი სხვა
ქვეყნების ლიდერთა მსგავსად გმობენ ჩრდილოეთ ოსეთში მომხდარ ფაქტს. თბილისიდან ბესლანში გაემგზავრა სასწრაფო დახმარების ოთხი მანქანა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მანქანები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ქართველი ექიმები ბესლანში ვითარების დარეგულირებამდე დარჩებიან. როგორც ცნობილია ბესლანის სკოლის შენობაში მძევალთა შორის ორი საქართველოს მოქალაქე იყო. ისინი უკვე სამშვიდობოზე არიან. არაოფიციალური ინფორმაციით თავდამსხმელთა ხელშია საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე.
XS
SM
MD
LG