Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა, შვიდი ამერიკელი სამხედრო


სულ ცოტა, შვიდი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და სამი ერაყელი გვარდიელი დაიღუპნენ

სულ ცოტა, შვიდი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და სამი ერაყელი გვარდიელი დაიღუპნენ
დღეს ქალაქ ფალუჯის გარეუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად. დანაღმული ავტომანქანა მაშინ ააფეთქეს, როცა მას სამხედრო ავტოკოლონა გაუსწორდა. როგორც იუწყებიან, მაისიდან მოყოლებული, ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა ამერიკელ ჯარისკაცებზე. ერაყში ომის დაწყებიდან იქ 985 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ერაყის სხვა რაიონებში ადგილობრივმა და ამერიკელმა სამხედროებმა ერთობლივად განახორციელეს რამდენიმე ოპერაცია, რომელთა შედეგად დაკავებულ იქნა მეამბოხეებთან კავშირში ეჭვმიტანილი რამდენიმე ასეული ადამიანი. მიღებული ცნობების თანახმად, მათ შორის არის სადამ ჰუსეინის რეჟიმის მაღალი თანამდებობის წარმომადგენელი.
XS
SM
MD
LG