Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი სამხედროები ერაყში – ერთწლიანი ისტორია


ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ,

რაც მცირერიცხოვანი ქართული სამხედრო ქვედანაყოფი ერაყში განლაგებულ კოალიციურ ძალებს შეუერთდა. ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, მაგრამ ახალი ხელისუფლება უფრო მეტი შემართებით განაგრძობს წინამორბედის დაწყებულ საქმეს და ერაყში სამხედრო კონტინგენტის გაორმაგებას აპირებს. ამის შესახებ გასულ კვირაში ერაყიდან დაბრუნებულმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მაგრამ ერთი წლის თავზე, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში სამშვიდობო მისიით წასვლა დიდ პატივად ითვლება და იშვიათია პოლიტიკოსი, ვინც ამ გაბატონებული ტენდენციის წინააღმდეგ საჯაროდ წასვლას ბედავდეს. თუ რატომ კობა ლიკლიკაძე ისაუბრებს.

[პირველი სამხედრო კონტინგენტის მეთაურის ლეიტენანტ შალვა ზიბზიბაძის ხმა] "

ეს საჩხერის მე-16 სამთო-მსროლელი ბატალიონის ასმეთაურის შალვა ზიბზიბაძის ხმაა. 2004 წლის 7 აპრილია, დამთავრდა საზეიმო გაცილების ცერემონია და ერაყში გამგზავრებამდე 15 წუთი რჩება, თუმცა ქართველმა სამხედროებმა ჯერ კიდევ არ იციან, რომ მათ შვიდთვიანი საბრძოლო მისიის შესრულება ერაყის ქალაქ ბაკუბაში მოუწევთ. მაგრამ დრო სწრაფად გავიდა. აღნიშნული სამხედრო ქვედანაყოფი ერთი თვის შემდეგ როტაციის თანახმად უკვე სამშობლოში დაბრუნდება. სექტემბრის დასაწყისში კი ქართველი მშვიდობისდამცველები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოინახულა. დელეგაციაში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ლევან ნიკოლაიშვილიც იმყოფებოდა. მისი თქმით ქართველი სამხედროები კოალიციურ ძალებთან ერთად ყველაზე სახიფათო ამოცანებს ასრულებენ.

[ლევან ნიკოლეიშვილის ხმა]

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით კი უკვე მიმდინარე წლის ოქტომბრიდან საქართველოდან ერაყში ორჯერ გაზრდილი კონტინგენტი, 300 მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრება. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში ზოგიერთმა ქვეყნამ, მაგალითად ესპანეთმა და ფილიპინებმა საერთოდ გამოიყვანეს სამხედრო ქვედანაყოფი ერაყიდან, უკრაინა კი აპირებს 200 კაცით შეამციროს საკუთარი კონტინგენტი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ ლევან ნიკოლაიშვილის თქმით, ქვეყნის ხელმძრვანელობის გადაწყვეტილება – გააფართოვოს სამშვიდობო მისია ერაყში - ორი მიზეზით არის განპირობებული.

[ლევან ნიკოლაიშვილის ხმა]

ღირს აღინიშნოს, რომ სულ რამდენიმე კვრის წინ საქართველოს ხელისუფლებამ 50 კაციანი სამხედრო რაზმი ავღანეთში გაგზავნა. თუ ამას კოსოვოში მყოფ თითქმის ორ ასეულ ჯარისკაცსაც მივათვლით, გამოვა, რომ საქართველოს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ჰყავს თავისი სამხედრო წარმოამადგენელი. პატარა და საკუთარი მოუგვარებელი სეპარატისტული კონფლიქტების მქონე ქვეყნის ხელისუფლებისათვი ეს მეტად სარისკო ნაბიჯად მიაჩნია, სახალახო დაცვის ლიგის თავმჯდომარეს, ცნობილ პოლიტიკოს ირინა სარიშვილს, რომელიც მეშვიდე თვეა აგროვებს ხელმოწერებს ერაყიდან ქართველი ჯარისკაცების გამოყვანის მოთხოვნით.

[ირინა სარშივილის ხმა]

ირინა სარიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების პროპაგანდისტული წნეხის გამო ჯარისკაცები იძილებულნი არიან საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ წავიდნენ ერაყში, მათი მშობლები კი შვილების გამო შიშობენ პროტესტის გამოთქმას.

[ირინა სარიშვილის ხმა]

როგორ ხდება ქართველი სამხედრო კონტინგენტის შერჩევა და არის თუ არა მათზე რაიმე სახის ზეწოლა? ექიმი ნატო ჯუღელი 7 თვე იმყოფებოდა ერაყის ქალაქ ბალადში, პირველი ქართული კონტინგენტის შემადგენლობაში. იგი ამბობს, ერაყულ კონტინგენტში საკუთარი სურვილით და კონკურსის გავლის შემედეგ ჩაირიცხა.
[ნატო ჯუღელის ხმა]

ნატო ჯუღელი იხსნებს, რომ მათ ამერიკელების საველე ჰოსპიტალში ძალიან მაღალი საფრთხის პირობებში უხდებოდათ მუშაობა. ხშირი იყო შეტაკებები და თავდასხმები მეამბოხეების მხრიდან. მაგრამ ექიმი ქალი, რომელსაც მანამდე კონფლიქტურ კერებში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია, ერთი წლისწინანდელ არჩევანს მართებულად მიიჩნევს.
[ნატო ჯუღელის ხმა]

ქართველი სამხედრო კონტინგენტის მორიგი როტაცია უკვე გაზრდილი ქვედანაყოფით ერაყში ოქტომბრისთვის იგეგმება. სავარაუდოდ, მორიგი ნაკადიც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი რომელიმე ქვედანაყოფიდან შეირჩევა. საერთოდ კი მრავალეროვნულ სამშვიდობო ძალების სარდლობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით საქართველოს ერაყში 500 კაციანი ქვედანაყოფი უნდა ჰყავდეს. რაც ნიშნავს, რომ ციფრი სამასი, შესაძლო,ა საბოლოო არც იყოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG