Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებისა და ბრძოლების შედეგად


ერაყში აფეთქებებისა და ბრძოლების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ბაღდადის ცენტრში თავდასხმების პასუხისმგებლობა

ერაყში აფეთქებებისა და ბრძოლების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ბაღდადის ცენტრში თავდასხმების პასუხისმგებლობა
იკისრეს იორდანელ ექსტრემისტ აბუ მუსაბ ზარკაუის მომხრეებმა. ბაღდადში სროლა ატყდა იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ერაყის მთავრობა და ამერიკის საელჩო არიან განთავსებული. დაიწყო ბრძოლა, რომელმაც მოიერიშეებსა და ამერიკელ სამხედროებს შორის თითქმის სამი საათი გასტანა. დაღუპულთა შორისაა პალესტინელი ჟურნალისტი, რომელიც ტელეკომპანია "ალ-არაბიაში" მუშაობდა. იუწყებიან ასევე, რომ ამერიკულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს სამხრეთში მდებარე ქალაქი რამადი. დაიღუპა რამდენიმე, დაიჭრა, როგორც იუწყებიან ბევრი ადამიანი. ქალაქ ჰილის სიახლოვეს კი მოიერიშეებმა მოკლეს სამი პოლონელი ჯარისკაცი. ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულში ერაყელი პოლიციელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG