Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა წინადადება, გაუქმებულ იქნეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა წინადადება, გაუქმებულ იქნეს
საყოველთაო-სახალხო კენჭისყრა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელების არჩევისას. მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა:[ვლადიმირ პუტინის ხმა]: "ჩემი აზრით, შექმნილ სიტუაციაში, შექმნილ პირობებში, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემა უბრალოდ, მისადაგებული კი არ უნდა იყოს კრიზისულ ვითარებებში მუშაობასთან, არამედ ძირფესვიანად უნდა გარდაიქმნას; გარდაიქმნას ქვეყნის ერთიანობის განმტკიცებისა და კრიზისების დაუშვებლობის მიზნით." ოპოზიცია კრიტიკულად გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას. "იაბლოკოს" პარტიის მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელის სერგეი მიტროხინის განცხადებით, პუტინის წინადადება რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მის განხორციელებას - ტერორიზმთან ეფექტიანი ბრძოლის ნაცვლად - სერიოზული უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG