Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა დღეს "გენოციდად" მოიხსენია ვითარება


ევროპარლამენტმა დღეს "გენოციდად" მოიხსენია ვითარება დარფურში

ევროპარლამენტმა დღეს "გენოციდად" მოიხსენია ვითარება დარფურში
(აფრიკულ სახელმწიფო სუდანის დასავლეთ რეგიონში) და პასუხისმგებელთა გასამართლება მოითხოვა. ახალ რეზოლუციაში ევროკავშირის სახელმწიფოების წარმომადგენელი დეპუტატები მოითხოვენ, ბოლო მოეღოს განუკითხაობას და გაასამართლონ დარფურში უმძიმეს დანაშაულთა ჩამდენები. ამასობაში, შეერთებულ შტატებს სურს გაეროს უშიშროების საბჭოში მხარდაჭერა მოიპოვოს რეზოლუციის პროექტით, რომელიც სუდანის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. მაგრამ ინიციატივას რუსეთი, ჩინეთი და რამდენიმე სხვა სახელმწიფო ეწინააღმდეგება. შეეთრებული შტატებიც “გენოციდად” მიიჩნევს დარფურში შავკანიანი აფრიკელების ხოცვას არაბების შეიარაღებული რაზმების მიერ. როგორც ვარაუდობენ, დაპირისპირებამ გასული 19 თვის მანძილზე, 50 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG