Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამური ინტერნეტ-გვერდი აქვეყნებს ცნობას ერაყელი


ისლამური ინტერნეტ-გვერდი აქვეყნებს ცნობას ერაყელი მეამბოხეების მიერ ბრიტანელი მძევლის - კენეთ ბიგლის მოკვლის თაობაზე

ისლამური ინტერნეტ-გვერდი აქვეყნებს ცნობას ერაყელი მეამბოხეების მიერ ბრიტანელი მძევლის - კენეთ ბიგლის მოკვლის თაობაზე
თუმცა ჯერჯერობით ამის დამტკიცება ჭირს. ამ ინფორმაციას ავრცელებს ინტერნეტ-გვერდი, რომელსაც ხშირად იყენებენ “ალ-ყაიდას”იორდანელი ლიდერის, აბუ მუსა ზარყავის მომხრეები. იქვე ნათქვამია, რომ, მეტი დამაჯერებლობისთვის, სულ მალე ამ მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრებიც გადმოიცემა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, გამავრცელებელი წყარო არასაიმედოა და ამდენად, ეს ინფორმაცია მათ მიერ მაინცდამაინც სერიოზულად არ აღიქმება. არადა, ამ კვირაში მეამბოხეებმა ბიგლისთან ერთად გატაცებულ ორ ამერიკელ მძევალს თავი უკვე მოჰკვეთეს.
XS
SM
MD
LG