Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს შვიდი მოწინავე ქვეყნის, ე.წ.


მსოფლიოს შვიდი მოწინავე ქვეყნის, ე.წ. "დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრები

მსოფლიოს შვიდი მოწინავე ქვეყნის, ე.წ. "დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრები
პარასკევს ვაშინგტონში შეიკრიბნენ და ნავთობის ფასებზე, ჩინეთის ვალუტაზე, ერაყსა და მსოლფიოს უღარიბესი ქვეყნებისთვის ვალის შემსუბუქებაზე იმსჯელებენ. შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და იაპონიის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა შეხვედრა ერთი დღით უსწრებს წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრას. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯეიმს ვულფენსონი მხარს უჭერს ბრიტანეთის წინადადებას, რომ მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების ვალი მსოფლიო ბანკის მიმართ 10 პროცენტით შემცირდეს.
XS
SM
MD
LG