Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარი რუდ


გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარი რუდ ლუბერსი მოუწოდებს ევროკავშირის

გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარი რუდ ლუბერსი მოუწოდებს ევროკავშირის
წევრ ქვეყნებს დაიცვან ლტოლვილთა უფლებები როგორც ბლოკის ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ. ლუბერსმა ჰოლანდიაში შეკრებილ ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს პარასკევს ტელეეკრანიდან მიმართა და მოითხოვა მათგან, რომ თავშესაფრის მაძიებლების უფლებები, რომლებიც მიაღწევენ ევროპას, დაცული უნდა იყოს. მართალია, ევროკავშირის ქვეყნები სხვადასხვაგვარი აზრის არიან თავშესაფრის მაძიებელთათვის ჩრდილოეთი აფრიკის ქვეყნებში ბანაკების შექმნის შესახებ, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა ამ იდეას. ამ იდეას სასტიკად ეწინააღმდეგება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი დომინიკ დე ვილპენი. ჩრდილოეთ აფრიკაში ლტოლვილთაA სატრანზიტო ბანაკების შექმნის ინიციატივით თავდაპირველად გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ოტო შილი გამოვიდა.
XS
SM
MD
LG