Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მთავრობა გეგმავს, მთელს ქვეყანაში


ერაყის მთავრობა გეგმავს, მთელს ქვეყანაში ჩაატაროს ოპერაცია, რომლის მსვლელობაში მოსახლეობას,

ერაყის მთავრობა გეგმავს, მთელს ქვეყანაში ჩაატაროს ოპერაცია, რომლის მსვლელობაში მოსახლეობას,
ჩაბარებული იარაღის სანაცვლოდ, ნაღდ ფულს უხდიან. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა იად ალავიმ გამოაცხადა. ბაღდადის შიიტულ რაიონში, სადრ-სიტიში, მეამბოხეები უკვე ერთი კვირაა, ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ, ხელისუფლებას მძიმე და საშუალო იარაღს აბარებენ. ალავის თქმით, განიარაღება წარმატებით მიმდინარეობს. ერაყის გარდამავალმა მთავრობამ ორი მილიონი დოლარი გამოყო ქალაქ ფალუჯის მოსახლეობისთვის დახმარების აღმოსაჩენად. ამ ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება ცხარე შეტაკებები მეამბოხეებსა და აშშ-ის სამხედრო შენაერთებს შორის. დღეს არაბულენოვანმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ" გამოაცხადა, რომ ხელთ აქვს ორი მაკედონელი მძევლის სიკვდილით დასჯის ვიდეოჩანაწერი. მაკედონელები ექსტრემისტებმა ჯაშუშობაში დაადანაშაულეს.
XS
SM
MD
LG