Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც


ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ღაზის სექტორიდან ევაკუირებული მოსახლეებისთვის კომპენსაციების გადახდის პირობებს განსაზღვრავს.

ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ღაზის სექტორიდან ევაკუირებული მოსახლეებისთვის კომპენსაციების გადახდის პირობებს განსაზღვრავს.
ღაზიდან მოსახლეთა ევაკუაცია პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის გეგმის შესაბამისად ხორციელდება. კაბინეტის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა იუსტიციის მინისტრმა იოზეფ ლაპიდმა: [იოზეფ ლაპიდის ხმა] "მე ვაცხადებ, რომ ეს არის ჭეშმარიტად ისტორიული გადაწყვეტილება ... და მოვუწოდებ ყველა მხარეს - თვით მოსახლეთა ჩათვლით, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება არ მოსწონთ - დიალოგი ცივილიზებული გზით აწარმოონ და ნუ გააღვივებენ ძალადობას." მომავალი ზაფხულისთვის არიელ შარონს განზრახული აქვს, ებრაელთა 21 დასახლება გააუქმოს ღაზის სექტორში, ხოლო კიდევ ოთხი - მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. სამშაბათს ეს საკითხი ისრაელის პარლამენტმა განიხილა. შარონის გეგმას ეწინააღმდეგებიან მემარჯვენე ორიენტაციის რადიკალური პარტიები.
XS
SM
MD
LG