Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერის
ედუარდ კოკოითის შეხვედრა პარასკევს სოჭში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, "თუ გაზიარებულ იქნება ზურაბ ჟვანიას პრინციპული მოთხოვნა" და დღის წესრიგში შეიტანენ კონტრაბანდის აღკვეთის, აგრეთვე, შერეული სამშვიდობო ძალებისა და ეუთოს მისიის მონაწილეობით კომუნიკაციათა ერთობლივი კონტროლის საკითხებს.
პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება, რომლის თანახმად, აღნიშნული საკითხები ცხინვალის რეგიონში ვითარების გამწვავების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად იქცა. პრესსამსახურის ცნობით, გრძელდება მრავალმხრივი კონსულტაციები ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითის შესაძლო შეხვედრის თაობაზე.
XS
SM
MD
LG