Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ პარიზში დამთავრდა ირანისა და


წუხელ პარიზში დამთავრდა ირანისა და ევროკავშირის სამი სახელმწიფოს - ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის

წუხელ პარიზში დამთავრდა ირანისა და ევროკავშირის სამი სახელმწიფოს - ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის
წარმომადგენლების მოლაპარაკება ირანში გამდიდრებული ურანის წარმოების საკითხზე. ირანის განცხადებით, მხარეებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ამ საკითხზე. ევროკავშირის წარმომადგენლებმა ირანისაგან მოითხოვეს, რომ 25 ნოემბრამდე, ანუ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომამდე შეაჩეროს ურანის გამდიდრება. ლაპარაკია პროცესზე, რომლის შედეგად მიღებული მასალა შესაძლოა ატომური ბომბის დასამზადებლადაც გამოდგეს. შეთანხმების მიხედვით, ირანი დროებით უნდა დაყაბულდეს ევროკავშირის მოთხოვნას, ვიდრე მიაღწევდეს ხელშეკრულებას ეკონომიკის, ტექნიკისა და უშიშროების სფეროებში დახმარების პაკეტზე. საინფორმაციო სააგენტო "რეიტერსის" ცნობით, დიპლომატიურ წრეებში ამბობენ, რომ ახლა შეთანხმებაზე ირანის რელიგიური ხელმძღვანელობის დაყაბულებას მოელიან.
XS
SM
MD
LG