Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი მდინარე


პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში დაკრძალეს.

პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში დაკრძალეს.
არაფატთან გამოსათხოვებლად რამალის მუყატის რაიონში ათიათასობით პალესტინელი ჩავიდა. მრავალათასიანი ბრბო შეეგება სამხედრო შვეულმფრენს, რომელმაც იასირ არაფატის ცხედარი რამალაში გადაასვენა. პალესტინელთა უშიშროების ძალები და პოლიციელები გამაფრთხილებელი გასროლებით ცდილობდნენ, შეეჩერებინათ ხალხი, რომელიც შვეულმფრენს შემოეხვია და კუბოს გადმოსვენების საშუალებას ართულებდა. რამალაში იასირ არაფატის ცხედარი ნაშუადღევს გადაასვენეს ქაიროდან, სადაც დილით სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. ცერემონიას 60-მდე ქვეყნის დელეგაციები დაესწრნენ.
XS
SM
MD
LG