Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით


საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანმა უპასუხა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წინადადებას,

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანმა უპასუხა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წინადადებას,
რომელიც თეირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე მუშაობის შეწყვეტას უკავშირდება. ცნობაში ნათქვამია, რომ თეირანმა პასუხი გუშინ, გვიან საღამოს გაუგზავნა ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, აგრეთვე, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უზენაეს კომისარს ხავიერ სოლანას. პასუხში ირანი იტყობინება, რომ ამჟამად განიხილავს მიღებულ წინადადებას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებს. საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი ირანს - ურანის გამდიდრების პროგრამაზე უარის სანაცვლოდ - თეირანს მშვიდობიანი ბირთვული ტექნოლოგიით უზრუნველყოფას სთავაზობენ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანისგან მოითხოვს, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება.
XS
SM
MD
LG