Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სატელევიზიო დებატებმა პრეზიდენტობის ორი


უკრაინაში სატელევიზიო დებატებმა პრეზიდენტობის ორი კანდიდატის, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩისა და ოპოზიციონერ ვიქტორ იუშჩენკოს

უკრაინაში სატელევიზიო დებატებმა პრეზიდენტობის ორი კანდიდატის, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩისა და ოპოზიციონერ ვიქტორ იუშჩენკოს
მონაწილეობით მაყურებლებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მეთვალყურეების შეფასებით, კანდიდატების სიტყვიერი შერკინება ფრედ დამთავრდა. ტელედებატები გუშინ გადაიცა და ეხებოდა კორუფციას, ეკონომიკას, სოციალურ საკითხებს, საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სატელევიზიო დებატები პირველად გაიმართა ბოლო 10 წლის მანძილზე და უკრაინელების დიდ ნაწილს პირველად მიეცა საშუალება, ტელევიზიით ეხილა ვიქტორ იუშჩენკო. მანამდე უცხოელმა მეთვალყურეებმა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი, 31 ოქტომბერს გამართული ტური გააკრიტიკეს სახელმწიფო ტელევიზიაში იანუკოვიჩის სასარგებლო, მიკერძოებული მაუწყებლობის გამო.
XS
SM
MD
LG