Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი რაულ ხაჯიმბა აცხადებს,

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი რაულ ხაჯიმბა აცხადებს,
რომ მზად არის, უარი თქვას პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაზე, თუ ასევე მოიქცევა მისი მთავარი კონკურენტი სერგეი ბაღაფში. როგორც რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის უხუცესთა საბჭოსთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, როგორი გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს უხუცესთა საბჭომ, ის დაეთანხმება მას, თუ, თავის მხრივ, თანხმობას სერგეი ბაღაფშიც განაცხადებს. ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად მართალია გავრცელებული ხმები, თითქოს აფხაზეთში რუსეთიდან შეყვანილია ჯარის დამატებითი ნაწილები, ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ "აფხაზეთში არიან მხოლოდ სამშვიდობო ძალები და სხვა ჯარებზე საუბარი ზედმეტია".
XS
SM
MD
LG